ანტიბიოტიკი - სეზონი 02 - ეპიზოდი 01 - ე.წ. რუსული კანონის მიზნებისა და არსებული საფრთეების შესახებ

ანტიბიოტიკი - სეზონი 02 - ეპიზოდი 04 - ულტრამემარჯვენე ჯგუფები და სახელმწიფოს რეაგირება მათ საქმიანობაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს;

2. ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში;
3. მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა.
სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში, ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა. მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები, დღეს ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს.
ასევე, ყველა საერთაშორისო პარტნიორის: ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვამბობთ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე.
ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და გავაგრძელებთ მუშაობას ბავშვების, ქალების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად.
სწორედ ამ ხალხის 80%, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეები, მხარს უჭერენ და შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ქართულ ოცნება კი, ამ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს დაგეგმილ მთავრობის რუსულ მარშში. მთავრობის რუსული მარშით, ხელისუფლება ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს, მაშინ როცა, ჩვენი მომავალი ევროპაშია. ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას.
ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის:
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
განცხადება ღიაა შემოერთებისთვის ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიისთვის.


The non-governmental and media organizations suspend cooperation formats with the government until the Russian Law is dropped
The signatory organizations:
1. Suspend cooperation with the government until the government drops the bill;
2. Will never register in any defaming registers;
3. Call on everyone, on Sunday, April 28, at 19:00, to protest against the Russian law in Republic Square. We also invite everyone to protest if a second plenary hearing is scheduled.
By breaking the promise and re-introducing the Russian Law, there is no doubt that the government is leaving the constitutional framework and changing the foreign course of the country. This is a betrayal of the will of the Georgian people. There is no social stratum, professional or social group left, which in the past days, has not urged the government to drop the Russian Law. Scientists, students, doctors, representatives of culture and sports, winemakers, entrepreneurs, farmers and other groups stand today on the right side of history.
Moreover, all international partners: the European Union, NATO, the United Nations, the Council of Europe and friends of the region have reiterated that the Russian Law separates us from the European Union. Reviewing and adopting the Russian Law is an anti-constitutional step that affects all citizens, destroys Georgian democracy and leaves us facing Russia.
Therefore, we suspend: a) participation in meetings with participants; b) working groups and advisory councils work on coordination c) international or other formal working authorities.
We work only for people. We serve people only and continue to work to protect the rights of children, women, workers, persons with disabilities and other vulnerable groups.
80% of these people, especially civil servants, support and work to make Georgia a full member of the European Union. The government requests from them, against their will, to participate in the government’s Russian march planned on April 29. The government's Russian march aspires to return us to the past, while our future is in Europe. The authorities are going against their children, future generations, public officials and the absolute majority of people who support the European future of this country.
The answer of the Georgian people and us is:
We will never live by Putin's rules. The Russian Law will never be the will of the Georgian people.
Yes to Europe! No to the Russian law!
The petition is open to all organizations and media to join.



1. ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
2. Ad Hoc რეაგირების ცენტრი
3. Gundelik
4. ISFED მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის ოფისი
5. ა(ა)იპ "ტოლერანტობის სამყარო"
6. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
7. ა(ა)იპ ნეოგენი
8. ა/ო საქართველოს ევროპული მომავალი
9. ა(ა)იპ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის
10. ადამიანის უფლებათა ცენტრი
11. ა(ა)იპ ,,მართლმსაჯულების სახლი"
12. ალიქ მედია ჯორჯია
13. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
14. ახალგაზრდების და ზრდასრულთა განვითარების ასოციაცია - YADA
15. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
16. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
17. გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები
18. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
19. განვითარების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის ასოციაცია - ADESI
20. განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა
21. გერგარტი
22. გორის სათემო რადიო მოზაიკა
23. გურიის სამოქალაქო ცენტრი
24. დემოკრატიის ინსტიტუტი
25. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
26. დემოკრატიის მცველები
27. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
28. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
29. ვი2თექ ჯორჯია
30. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
31. თავისუფალი ასოციაცია
32. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
33. თბილისი პრაიდი
34. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
35. თოლისკური
36. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის
37. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
38. კავშირი საფარი
39. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
40. კომლი
41. კოშკის სათემო განვითარების ცენტრი
42. კრეატიული განვითარების ცენტრი
43. მედიაომბუდსმენი
44. მედიის ინსტიტუტი
45. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
46. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
47. მონაწილებითი დემოკრატიის ინიციატივა (PDI)
48. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)
49. მუხრანის საინიციატივო ჯგუფი
50. მწვანე ალტერნატივა
51. მწვანე სექტორი
52. მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი
53. ორბელიანი საქართველო
54. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
55. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის -პსკ
56. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
57. პლატფორმა სალამი
58. პრევენცია პროგრესისთვის
59. პროიუზ საქართველო
60. პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
61. რაჭის სათემო ორგანიზაცია
62. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი
63. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
64. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
65. საზოგადოება და ბანკები
66. საზოგადოებრივი მონიტორინგის და კვლევის ცენტრი PMRC
67. საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
68. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
69. სათემო კავშირი ჰერეთი
70. სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი
71. საინიციატივო ჯგუფი - აქტიური მოქალაქეობის აკადემია
72. საინიციატივო ჯგუფი “მოძრაობა”
73. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
74. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
75. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
76. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
77. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
78. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
79. საორსა
80. საუნჯე
81. საქართველო - დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
82. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
83. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
84. საქართველოს ევროპული ორბიტა
85. საქართველოს მომავლის აკადემია
86. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
87. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
88. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითრების ასოციაცია (ACSDG)
89. საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
90. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
91. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
92. საქართველოს შეფასების საზოგადოება
93. სბგც კავკასია ახალციხის ოფისი
94. სოლიდარობის თემი
95. სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი - ლილიფარი
96. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
97. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
98. სოციალური საწარმო "გუმბათი"
99. სტრატეგიული, ორგანიზაციული, და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი (COSDP)
100. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
101. უფლებები საქართველო
102. ფემეა
103. ფემინა
104. ფენიქსი 2009
105. ფორსეტი
106. ქალები თავისუფლებისთვის
107. ქალები რეგიონის განვითარებისათვის
108. ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო
109. ქალთა ასოციაცია გვირილა
110. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
111. ქალთა სოლიდარობის ცენტრი
112. ქალთა ფონდი საქართველოში
113. ქალი და განვითარება
114. ქართული მედია ჯგუფი
115. ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge
116. ღია სივრცე კავკასია (COS)
117. ყვარლის ევროკლუბი
118. შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი''
119. ჩემი ხარაგაული
120. ჩვენ განათლებისთვის
121. ციფრული ტექნოლოგიების სააგენტო NEO TV
122. ცოდნის კაფე
123. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
124. ჭავჭავაძის ცენტრი
125. ჯგუფი ბულიონი ( მხატვრების გაერთიანება )