მე ვარ თამარ მიქაძე, 27 წლის, გურიიდან.
სულ ხაზს ვუსვამ ჩემს გურულობას, მგონია, რომ, გარკვეულწილად, ჩემი ხასიათის განმსაზღვრელი არის გურია და აქაური ურთიერთობები, ბახმარო… თუნდაც ეს ქალაქი - ოზურგეთი, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია, განსაკუთრებული მნიშვნელობის აქ არაფერი ხდება, თუმცა რაღაცნაირ ჭეშმარიტ ბედნიერებას და სახლში ყოფნას ოზურგეთში, განსაკუთრებით კი ბახმაროში ვგრძნობ. აქ ვარ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, ისეთი ტიპი, როგორი ჩემი თავიც ყველაზე მეტად მიყვარს.
,,ვეხმიანებით ოპოზიციური ლიდერების დაკავების ფაქტებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა. დღეს 60-ზე მეტი ადამიანი სინდისის პატიმარია. სასამართლოები, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა. მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული დევნა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა.
ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს — „სამოქალაქო საზოგადოების ფონდს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“, „საფარს“, „საქართველოს მომავლის აკადემიას“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს“ — რომელთა წინააღმდეგაც 17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ, მურუსიძის სასამართლოს გამოყენებით, მიმართა ყოვლისმომცველი და კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნით.
მე ვარ კუკა ბარამიძე, 39 წლის, ვცხოვრობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში. ყველაზე მეტად რაც მახასიათებს, ალბათ, იუმორია. ეს არის ის, რითაც ჩემს წრეში გამომარჩევენ და შეიძლება სხვებისთვისაც საინტერესო ვიყო, ყურადღება მომაქციონ ან დავამახსოვრდე.